მოვითხოვთ ღირსეულ შრომის კოდექსს - აქცია პარლამენტთან
ღირსეული "შრომის კოდექსის" მიღების მოთხოვნით, საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებმა და დასაქმებულებმა პარტლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი იმ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, რომელიც "შრომის კოდქსში" მეორე მოსმენისთვის შევიდა. კერძოდ, საუბარია, 40 საათიანი სამუშოა კვირის 48 საათამდე ზრდაზე, დასაქმებულის დაუსაბუთებლად გათავისუფელებაზე, დეკრეტული შრომის პირობებსა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე.
აქციას რეგიონებიდან დასაქმებულები შეუერთდნენ. მეტალურგთა პროფკავშირის ხელმაღვანელის თამაზ დოლაბერიძის თქმით, კოდექსის პირველი ვარიანტი საზოგადოებასთან შეთანხმებული იყო, "ხოლო შემდეგ პროცესებმა კულუარებში გადაინაცვლა და ისეთი კოდექსი მივიღეთ, რომელიც დამსაქმებელს ახალისებს," – აცხადებს დოლაბერიძე. მისივე განცხადებით, დასაქმებულებისთვის ღირსეული "შრომის კოდექსის" შემუშავება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ისინი ცდილობენ ამ დაპირების შესრულებას მიაღწიონ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა