|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონელმა მოვაჭრეებმა პარლამენტის შესასვლელი ჩაკეტეს

პარლმენტთან აქციის გასამართად მისული ზესტაფონის აგრარული ბაზრის მოვაჭრებიდან, რამდენიმე ქალბატონი პარლამენტის შესასვლელთან მოთავსდა. მოვაჭრეებმა შენობის შესასვლელი ჩაკეტეს.
ისინი აცხადებენ,რომ ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას არ შეხვდებიან. 
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათ ბაზრის დაცლის ვადა ოთხშაბათამდე აქვთ. თუმცა, ისინი ბაზრის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.
მოვაჭრეების განცხადებით, მათ ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების და ძალოვანი უწყებების იმედი არ აქვთ და სწორედ ამიტომ, რეაგირებისთვის პარლამენტს მიმართეს. 
იხილეთ ფოტოგალერეა

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა