ქუთაისელმა მოვაჭრეებმა მერისგან დახმარების პირობა მიიღეს
ამ წუთებში ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანისა და "მწვანე ბაზრის" მოვაჭრეების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, ნახევარი საათი გაგრძელდა.
მოვაჭრეებს ქალაქის მერთან ერთად ასევე საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე შეხვდა.
"დღეს 1 საათისათვის ვაპირებდი ამ ადამინებთან მისვლას. თუმცა, მათ აქეთ დამასწრეს," – განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დიმიტრი კოპალიანმა არსებული სიტუაციის უკეთ გაცნობის მიზნით, მოვაჭრეებს უახლოეს დღეებში ადგილზე მისვლის პირობა მისაცა.
მოვაჭრეების განცხადებით, ისინი იმ კანონის ამოქმედებას ითხოვენ ახალი მერისგან, რომელიც ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვას ითვალისწინებს. აღნიშნული მოთხოვნით მათ დღეს მერიასთან აქცია გამართეს.
"გავაცანით ჩვენი პრობლემები დეტალურად და ქალქის მერი დახმარებას და სიტუაციის ადგილზე გარკვევას დაგვპირდა. შეხვედრით კმაყოფილები ვართ. ჩვენი მოთხოვნაა, გარემოვაჭრეებისთვის მოხდეს ადგილის გამოყოფა და მათ ჩვეულებრივად გადაიხადონ გადასახადი. ყველა ერთნაირ პირობებში ვიმუშავებთ, სწორედ ამის მიღწევა გვინდა," – განმარტავს შეხვედრიდან გამოსული ერთ–ერთი მოვაჭრე ელიკო ენდელაძე.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა