|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერს რეკომენდაციებს აძლევენ

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობა ქუთაისის ახალ მერს დიმიტრი კოპალიანს რეკომენდაციებს აძლევს.

პარტიის რეგიონალური წარმომადგენლის გოგი წულაის განმარტებით, კოპალიანმა ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია მერიასთან არსებული საბჭო  და ასევე, იურისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შექმნას. წულაიას განცხადებით, იურისტებმა კარგად უნდა იცოდნენ თვითმმართველობის შესახებ კანონი და მისი გათვალიწინებით უნდა მოხდეს ქალაქში სხვადასხვა პროექტებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება.
რაც შეეხება საბჭოს, წულაია მიიჩნევს, რომ ის ქუთაისში მოქმედი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებით უნდა დაკომპლექტეს.
"რადგან, ქუთაისის საკრებულოს ნდობა არის ნულის ტოლფასი. ის გადაწყვეტილებები, რომელსაც საკრებულო მიიღებს, ამ საბჭოში  უნდა იყოს შეთანხმებული. ეს აღადგენს ქალაქის ხელმძღვანელობისადმი ნდობას," – განაცხადა წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელის თქმით, ქალაქის ახალ მერს ცუდი ტრადიცია და ბიუჯეტის არამიზნობრივად დაგეგმილი პროექტები დახვდა. 
"ბიუჯეტი არის გამოხრული, თითქმის ცარიელი," – აცხადებს გოგი წულაია.
თავის მხრივ, დიმიტრი კოპალიანი, newpress.ge-სათვის მიცემულ ინტერვიუში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე და ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობაზე საუბრობს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა