ზესტაფონელი მოვაჭრეები შიმშილობის დაწყებას აპირებენ
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მყოფი ზესტაფონელი მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ ღამე აქ გაათენონ. აქციის ერთ–ერთი მონაწილის, მაყვალა ცხადაძის თქმით, ისინი ამ დროისათვის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელს, ეკა ბესელიას ელოდებიან.
იმ შემთხვევაში, თუ ბესელია მოვაჭრეებს არ შეხვდება, ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
მოვაჭრეები ხვალიდან პროტესტის უკიდურეს ზომას, შიშმილობას გეგმავენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა