|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის საკითხი დღეს გადაწყდება

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი მერიაში რეორგანიზაციის თაობაზე განცხადებას დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია რამდენიმე კვირის წინ, ახალი მერის დანიშვნამდე დაიწყო.

თავად კოპალიანი მერიაში რეორგანიზაციის პროცესის გაგრძელებას საჭიროდ თვლის. საუბარია დასაქმებულთა რიცხვის (700 ადამიანი) თითქმის განახევრებაზე.
თვითმმართველობაში დასაქმებულ ყველა ადამიანს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება რამდენიმე კვირის წინ მიუვიდა. დიმიტრი კოპალიანი newpress.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კადრების მიღება კონკურსის გზით მოხდება.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს, 16 საათზე დაიწყება.
 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა