|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში მოქალაქეების შესვლა იზღუდება

ქუთაისის მერიაში ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გადაადგილებას გააკონტროლებს. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ თოფურიძის განმარტებით, გადაადგილებაზე აკრძალვა იმ უცხო პირებს ეხებათ, რომლებიც მერიის შენობაში შესვლას მოინდომებენ. შეზღუდვა ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულებზე არ ვრცელდება.

„ეს შეზღუდვა ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ქუჩიდან შემოსული უცხო პირი ცდილობს მერიაში შემოსვლას. მერიის შენობა ადმინისტრაციული შენობაა, სადაც დოკუმენტაცია ინახება და რომელსაც გარკვეული სამსახური იცავს,“ – ამბობს თოფურიძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა