"ნაციონალები" ქუთაისის მერს: "ხელს ნუ აწერთ სისულელეებს, რასაც მერიაში რეორგანიზაცია ქვია"
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის საკითხის დამტკიცებამ საკრებულოში კამათი გამოიწვია.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების განმარტებით, ეს პროცესები ყოფილი "ნაციონალების" და ამჟამად ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრების მიერ მართულია და მასთან არანაირი კავშირი არ აქვს ქალაქის მერს, დიმიტრი კოპალიანს.
"ნაციონალმა" გია უკლებამ ქალაქის მერს მოუწოდა "თუ გინდათ რომ იყოთ ქალაქის მერი, იყავით ფაქტიური მერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდად დაამთავრებთ თანამდებობრივ კარიერას. ქალაქის მერობა ადვილი საქმე ნუ გგონიათ. ხელს ნუ აწერთ იმ სისულელეებს, რასაც მერიაში რეორგანიზაცია ჰქვია," – განაცხადა უკლებამ.
რეორგანიზაციის თანახმად მერიაში დამატებით ორი სამსახური იქმნება, ხოლო მოქმედ სამსახურებს სახელწოდებები ეცვლებათ.
რეორგანიზაციის პროცესი მხოლოდ ქუთაისის მერიის ტრანსპორტისა და საფინანსო სამსახურს არ შეეხებათ.
ცნობილია, რომ მერიის კულტურის სამსახური ორ ნაწილად დაიყოფა. თუმცა, კონკრეტულად რა სახელწოდებით იქნება ცნობილი აღნიშნული სამსახურები, ჯერჯერობით, უცნობია.
რაც შეეხება სამსახურების სახელწოდებების შეცლას, "ნაციონალების" განმარტებით, ეს სამსახურის უფროსების თანამდებობებიდან გათავისუფლების წინაპირობაა. ამ მიზეზის გამო, უკლებამ სამსახურის უფროსებს მოწოდებით მიმართა.
"ნუ დაგოიმდებით და ნურც ერთი თქვენთაგანი ნუ დაწერთ გათავისუფლების შესახებ განცხადებას. ავდგეთ ყველა ერთად და წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ სისულელეებს," – განაცხადა უკლებამ.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა