|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თავდაცვის სამინისტრომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა - ჟურნალისტებს ფოტოების წაშლა მოსთხოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, რის გამოც, სამინისტროს შენობის გარედან ფოტო გადაღებაც კი აკრძალულია.

აღნიშნული აკრძალვის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს შენობის უკანა შესასვლელთან, ფოტოს გადასაებად მისვლისას newpress.ge-სა და ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტებს, თავდაპირელად, ადგილზე მყოფმა  დაცვის თანამშრომლებმა განუცხადეს.  მათ ასევე, შენობაზე გარედან გადაღებული ფოტოების ჩვენება მოითხოვს.

მოგვიანებით, დაცვანამშრომლებმა პრესსამსახურწარმომადგენელს დაუძახეს, რომაც ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ შენობაზე  ფოტო გადაღება აკრძალულია, რადგან შენობის უკანა შესასვლელიდან სამინისტროს მუშაობის პრცესი ფიქსირდება, რაც დაუშვებელია და ფოტოების წაშლა მოითხოვეს. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ოპერატომა, მიხეილ გაბრიელოვმა მხოლოდ ორი ფოტოს გადარჩენა შეძლო.

„სამინისტროს უკანა შესასვლელთან მისვლისას გამოვიდნენ დაცვის თანამშრომლები და მოითხოვეს გადაღებული მასალის ჩვენება და შემდეგ წაშლა. ერთ-ერთმა მათგანმა კამერა გამომართვა და გადაღებული მასალის წაშლა დაიწყო. მხოლოდ ორი ფოტოს შენახვა მოვასწარი,“ - ამბობს მიხეილ გაბრიელოვი.

აღნიშნულის შემდეგ, ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ ფოტოს გადაღება სამინისტროს შენობის წინა მხრიდან შეეძლოთ.

„თუ შენობის ფოტო გინდათ, წინ მხრიდან გადაიღეთ,  უფრო კარგი ხედიც არის,“ - განაცხადეს სამინისტროს დაცვის თანამშრომლებმა.

თუმცა, შენობის  მთავარ შესასვლელთან მისვლისას, ჟურნალისტებს ფოტოს გადაღების უფლება კვლავ არ მისცეს.

15 წუთიანი ლოდინის შედმეგ, პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და არავის აქვს უფლება სამინისტროს შენობას ფოტო გადაუღოს. იგივე განაცხადეს, დაცვის თანამშრომლებმა.

მათი განცხადებით, მიმდინარე პერიოდში აკრძალვებია დაწესებული.

„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ არავის მივცეთ უფლება ფოტო გადაუღოს შენობას. ახლა ასეთი აკრძალვაა,“ - განაცხადეს დაცვის თანამშრომლებმა.

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი აკრძალვა კანონით არ არის განსაზღვრული.

„გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს, გაქვთ უფლება გადაიღოთ ფოტო და გამოაქვეყნოთ კიდეც, მითუმეტეს რომ შენობის ფოტოს გარედან იღებდით. თუკი მსგავსი აკრძალვა არის, უნდა მიეთითებინათ შესაბამისი ბრძანება ან ნორმატიული აქტი, ან უნდა იყოს ფოტო-ვიდეო გადაღების ამკრძალავი ნიშანი. სხვა შემთხვევაში არ აქვთ უფლება ფოტო-ვიდეო გადაღება აგიკრძალონ. შეგიძლიათ გადაიღოთ და გამოაქვეყნოთ კიდეც“ - აცხადებს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ გოგოსაშვილი.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროსთან შენობაზე ფოტოს გადაღების აკრძალვის თაობაზე ჟურნალისტებისთვის არანაირი ბრძანება არ მიუთითებიათ, ისევე, როგორც თავადაცვის სამინისტროსთან არ არსებობს გადაღების ამკრძალავი ნიშანი.

ასევე, თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე მსგავსი აკრძალვისა და შეზღუდვის თაობაზე ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული.

newpress.ge თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან დაკავშირებას ცდილობს. თუმცა, სამინისტროს პრესსამსახურში სატელეფონო ზარს ამ დრომდე არ პასუხობენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა