|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი თევდორაძე: სამტრედიის საკრებულოს წევრებს სპეცსამსახურები აშინებენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. ამის შესახებ განცხადება უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა გია თევდორაძემ გააკეთა.

თევდორაძის თქმით, 11 ივნისს სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ჯვარშეიშვილმა პოლიტიკური ზეწოლის გამო დაწერა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. როგორც თევდორაძე ამბობს,  საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე ზეგავლენის მიზნით პროცესში  შსს და სპეცსამსახურები ჩაერთო.

„ზეწოლა საკრებულოს წევრების თვალთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავების უკანონო დაკითხვებსა და შანტაჟში გამოიხატება, რათა მათ ხმა მისცენ მთავრობისთვის სასურველ კანდიდატს, რომელსაც კახი და კარლო კალაძეების კლანი დაასახელებს,“ - ამბობს გია თევდორაძე.

უმცირესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ უმუშევრობის სწრაფი ზრდისა და ეკონომიკური ვარდნის ფონზე „ქართული ოცნება“ სახელმწიფო და ადმინისტრაციულ რესურსს თვითმმართველობების დაშინებისა და მათი უკანონოდ დაუფლების მიზნით იყენებს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა