კობა დავითაშვილი სოფლებში პირუტყვის დაკვლის პრაქტიკის ინიციტივით გამოდის
უმრავლესობის დეპუტატი კობა დავითაშვილი გლეხურ მეურნეობაში
პირუტყვის დაკვლის პრაქტიკის დაკანონებას ითხოვს.
კობა დავითაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სოფლებში სარეალიზაციოდ პირუტყვის ხორცის დამზადების პროცესის კონტროლს ვერ ახორციელებს.
არსებული პრაქტიკის დაკანონების შემთხვევაში დეპუტატის თქმით, ადგილზე ვეტერინარი უნდა
მივიდეს, რომელიც დასაკლავი პირუტყვის მდგომარეობას შეამოწმებს.
პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა
დღეს, „სურსათის, ცხოველის, საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. კომიტეტების გადაწყვეტილებით, კანონპროექტი
პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენით გავა.
კობა დავითაშვილის თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში
ხორცის ფასი 40%-ით შემცირდება. რადგან როგორც დეპუტატი ამბობს, დედაქალაქსა და რეგიონებში ხორცის ფასი განსხვავებულია,
რადგან თბილისის ბაზრებზე ხორცი სასაკლაოებიდან ხვდება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე