|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონელი მოვაჭრეები ვაჭრობას პარლამენტთან აპირებენ

ზესტაფონელი მოვაჭრეები ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.

მოვაჭრეების განცხდებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ ისინი მოატყუა და არ დაეხმარა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ია ნარჩემაშვილის თქმით, ამჯერად ისინი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილისგან ელოდებიან რეაგირებას, რადგან მისი თქმით, ქუცნაშვილმა მოვაჭრეებს განცხადებები დააწერინა და მათ განხილვას დაჰპირდა.

"დღეს საღამოდან ზესტაფონის საკოლმეურნეო ბაზარი უკვე უნდა დავტოვოთ. რა გავაკეთოთ, სად წავიდეთ? ესენი არაფერს გვიკეთებენ. მაჟორიტარი კიდევ გვეუბნება თქვენი პრობლემა ჩემი საქმე არ არისო. აბა ვის მივმართოთ? დავუჯდები ამათ ხელფასის მეწილედ. მოვიტან აქ კიტრს,პომიდორს და რომ მოშივდებათ არ იყიდიან?," - ამბობს ია ნარჩემაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის საკოლმეურნეო ბაზრის მოვაჭრეებს ახალ სავაჭრო  ცენტრში გადასვლისაკენ მოუწოდებენ. თუმცა, ეს უკანასკნელები ამაზე უარს აცხადებენ და ძველი სამუშაო ადგილების დატოვებას არ აპირებენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა