პროკურატურამ ბალავაძის დაკითხვა დაასრულა
იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე გორის საოლქო
პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხა.
დაკითხვიდან გამოსული ბალავაძის თქმით, საქმე ეხება 9 თვის წინ მომხდარ ფაქტს. როგორც გუბერნატორი
ამბობს, პროკურატურას განცხადებით ხაშურში
მცხოვრებმა პირმა მიმართა, რომელიც აცხადებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
და ამ პროცესში ვახტანგ ბალავაძეც იქ იმყოფებოდა.
„აინტერესებდათ რამე თუ ვიცოდი ამ ფაქტის შესახებ. მითხრეს,
რომ მეტჯერ აღარ დამიბარებენ,“ - ამბობს ბალავაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა