ფინანსთა მინისტრი ქუთაისის მერს – თქვენი ნამდვილად არ მშურს
ამ წუთებში, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, ქუთაისის მერთან დიმიტრი კოპალიანთან ერთად, ავტობანის სამშენებლო სამუშაოებს ათვალიერებს.
"მართალი გითხრათ, თქვენი ნამდვილად არ მშურს. პრობლემებით სავსე ქალაქი ჩაიბარეთ," – ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ქუთაისის მერს.
ქუთაისის მერის განცხადებით კი, მას ქალაქის განვითარებისთვის ახალი ინიციატივა აქვს.
"ჩვენი ახალი ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა ავტობანს ნიკეას ქუჩა მიუერთდეს, რაც ქალაქის ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს," –განმარტა დიმიტრი კოპალიანმა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა