ქუთაისის მერიის თანამშრომლებს სამშაბათს გაათავისუფლებენ
ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსებს და რიგით თანამშრომლებს სამსახურიდან სამშაბათს, 18 ივნისს გაათავისუფლებენ.
აღნიშნულ ინფორმაციას, ქალაქის მერი დიმიტრი კოპალიანი ადასტურებს.
"რეორგანიზაციის პროცესი ერთი თვით ადრე, ჩემს მერად არჩევამდე დაიწყო. სამსახურის უფროსებმა წერილობით მიიღეს გაფრთხილება. როგორც ვიცი, მათ ვადა 18 ივნისამდე ჰქონდათ. ოპტიმიზაციის პროცესს თანამდებობების დონეზე ვუყურებ და არა ცალკეული პირების მიმართ. ინდივიდებთან არც კი მქონია შეხვედრა," – განაცხადა newpress.ge-სთან საუბარში ქალაქის მერმა დიმიტრი კოპალიანმა.
მომავალ კვირას თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ვიცე–მერი ამირან ძოწენიძე.
"არ აქვს მნიშვნელობა ეს პროცესი როდის დაიწყო მერის არჩევამდე თუ მის შემდეგ. პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე მაინც ქალაქის მერს ეკისრება. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ჩემამდე არ მოსულა. სავარადუდოდ, პირველ ეტაპზე, სამსახურის უფროსებს სასაცილო არგუმენტებით გაათავისუფლებენ," – ამბობს ამირან ძოწენიძე.
შეგახსენებთ, რომ მერიის თანამშრომლებმა თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ გამაფრთხილებელი წერილი საკრებულოდან სამი კვირის წინ მიიღეს.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა