ზესტაფონში აგრარულ ბაზარს ანგრევენ
ამ წუთებში ზესტაფონში, აგრარულ ბაზარს ანგრევენ. ადგილზე საპატრულო პოლიციიდან მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
ზესტაფონელი მოვაჭრეების განცხადებით, მათ ბაზრის დატოვების ვადა ხუთშაბათამდე ჰქონდათ, თუმცა სამუშაო ადგილები არ მიატოვეს. რის გამოც მეპატრონეებმა, ბაზრის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღეს.
"მიწასთან ასწორებენ ყველაფერს. ჩვენ აღარ ვიცით რა უნდა ვაკეთოთ ამის მერე. ზოგს კაპლით აბრუნებენ და ზოგს სასწრაფოთი," - ამბობენ მოვაჭრეები.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონელ მოვაჭრეებს აგრარული ბაზრიდან ახალ ბაზარში გადასვლას სთავაზობდნენ, თუმცა მოვაჭრეებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონელ მოვაჭრეებს აგრარული ბაზრიდან ახალ ბაზარში გადასვლას სთავაზობდნენ, თუმცა მოვაჭრეებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.
ზესტაფონელმა მოვაჭრეებმა დახმარებისთვის ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას და პარლამენტს მიმართეს. თუმცა როგორც ისინი ამბობენ, მათგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
ავტორი: ქრისტინე ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა