|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავიალაინერში გარდაცვლილი ქუთაისელი მამაკაცის მამა მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს

მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ–ერთ ავიალაინერში 7 ივნისს გარდაცვლილი ქუთაისელი გიორგი აბულაძის მამა პოლიტიკური მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს.

კუკური აბულაძის თქმით, მისი 23 წლის შვილი, გიორგი აბულაძე 2010 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ბაჩო ახალაიასთან  დაახლოებულ პირად მოიაზრებოდა.

კუკური აბულაძის აცხადებს, რომ გარდაცვლილს სამშობლოს თავდადებისათვის,  პირადად ბაჩო ახალაიასგან, ჯილდოც აქვს მიღებული.   

გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ 2013 წლის დასაწყისში,  გიორგი აბულაძემ სამხედრო სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და სამუშაოს საძიებლად თურქეთში გადავიდა.

კუკური აბულაძის თქმით, ბოლოს მისი შვილი  ოჯახს, 20 აპრილს ანტალიიდან ტელეფონით დაუკავშირდა.  

გარდაცვლილი მამა ამბობს, რომ ბოინგის ტიპის სამგზავრო ლაინერის საბარგო განყობილებაში, გიორგი აბულაძე სწორედ, ანტალიის საერთაშიროსო აეროპორტიდან მოხვდა, რადგან "როდესაც ტელეფონით დაგვიკავშირდა, გვითხრა რომ იტალიაში  უნდოდა გადასვლა," – ამბობს კუკური აბულაძე.

გარდაცლილის მამის თქმით, თავდაპირველი ვერსია იმის შესახებ, რომ ლაინერი ბერძნულ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა, მცდარი აღმოჩნდა.

"სინამდვილეში, ავიალაინერი რუსული ავიაკომპანიის საკუთრებას წარმოადგენს," – ამბობს კუკური აბულაძე.

მომხდარზე პასუხისმგებლობას, გარდაცვლილის ოჯახი რუსულ მხარეს აკისრებს.

"რუსულ ავიაკომპანიას ხელს აფარებენ," – აცხადებს კუკური აბულაძე.

გარდაცვლილის მამის მიერ გაღჟერებულ ბრალდებებზე ვიდეო იხილეთ მალე newpress.-ge–ზე.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ–ერთ ავიალაინერში ახალგაზრდა მამაკაცის გაყინული გვამის აღმოაჩინის შესახებ newpress.ge-სათვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა ავიალაინერში აფრენის დროს, ბორბლებზე მოჭიდების შედეგად მოხვდა.

გადაცვლილს საზაფხულო ტანსაცმლის ჯიბეში  გიორგი აბულაძის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იპოვეს, რომელიც ქუთაისში მცხოვრებია.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა