"ნაციონალების" მმართველობის სამართლებრივ შეფასებას პროკურატურა და სასამართლო მოახდენს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის
სხდომაზე დღეს, სახალხო მოძრაობა-"სამართლიანობა უნდა აღსდგეს" რეზოლუცია განიხილეს.
რეზოლუციის ავტორები ხელისუფლებისაგან
„ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი რეჟიმის შეფასებასა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების კვლევას ითხოვენ.
კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტმა შესაძლოა დადგენილება ან რეზოლუცია მიიღოს.
რაც შეეხება სამართლებრივ
შეფასებას, ეკა ბესელიას
განცხადებით, ბოლო წლებში ჩადენილი დანაშულებრივი ფაქტების დიდ ნაწილზე გამოძიება დაწყებულია.
როგორც ბესელია ამბობს, მათზე საბოლოო სამართლებრივი შეფასება საგამოძიებო ორგანოებმა
და სასამართლომ უნდა მოახდინონ.
აღნიშნული რეზოლუცია სახალხო მოძრაობამ 19 მაისს, სპორტის სასახლეში მიიღო. მოძრაობამ პარლამენტს რეზოლუციასთან ერთად წინა ხელისუფლების დანაშაულებების ამსახველი საბრალდებო დასკვნაც მიაწოდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე