|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადვოკატი - ცამციშვილთან მიმართებაში ბრალი არ იკვეთება

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თემურ ცამციშვილის სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. 

ბრალდების მხარემ დღეს მძღოლი და ქუთაისის ნიღბების თეატრის დირექტორი დაკითხა.

როგორც დათუსანი ამბობს, მოწმეების დაკითხვამ აჩვენა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში არავითარი ბრალი არ იკვეთება.

„ამდენი ხანია ვკითხულობთ ცამციშვილს რისთვის წაუყენეს ბრალი და ჯერ ამის პასუხი არ არსებობს. ამის ყველაზე კარგი პასუხი იქნება სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება,“ - ამბობს ელისო დათუსანი.

თემურ ცამციშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორიგი განხილვა 8 ივლისს, 14 საათზე გაიმართება.

შეგაახსენებთ, რომ თემურ ცამციშვილს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით  თანხების გაფლანგვა ედება. საუბარია იმაზე, რომ ცამციშვილმა ქუთაისელ ხელოვანებს  თბილისიდან ქუთაისამდე არსებული მანძილის დასაფარად იმაზე მეტი თანხა გამოუწერა, ვიდრე საჭირო იყო.

 

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა