ქუთაისის მერიაში თანამშრომლების გათავისუფლება გადაიდო
ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსებისა და რიგითი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, გადაიდო. ამის შესახებ, ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა newpress.ge–სთან საუბარში განაცხადა.
ქალაქის მერი ამ დროისთვის ვერ აკონკრტებს თუ როდის მოხდება რეორგანიზაცია.
„ამ წუთებში მიმდინარეობს გადახედვის პროცესი. წინასწარ
ვერ გეტყვით რა იქნება, მაგრამ თანამშრომლების მასიური გათავისუფლება არ მოხდება.
ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში “, – განმარტავს დიმიტრი კოპალიანი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში ყველა თანამშრომელმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების თაობზე წერილობითი შეტყობინება მიმდინარე წლის 17 მაისს მიიღო.
ავტორი: თეკლა მორგოშია