|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერს სამსახურის უფროსები აქციით დაემუქრნენ?

ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალინს სამსახურის უფროსები, გათავისუფლების შემთხვევაში აქციით დაემუქრნენ. 

newpress.ge–ს ინფორმაციით, ქალაქის მერისა და სამსახურის უფროსების თათბირი გუშინ, 22:00 საათზე გაიმართა. თათბირი მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხს შეეხებოდა. როგორც ცნობილი ხდება, სამსაუხრის უფროსებმა სწორედ, თათბირზე „ურჩიეს“ ქალაქის მერს რეორგანიზაციის დოკუმენტისთვის ხელი არ მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციით დაემუქრნენ.

სამსახურის უფროსებთან გუშინ გამართული შეხვედრის თაობაზე ინფრომაციას ადასტურებს ქალაქის მერი, თუმცა განმარტავს, რომ მათი მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია: "ასეთი ტონით საუბარი არ ყოფილა. უბრალოდ, ისინი დაინტერსედნენ სამსახურიდან გათავისუფლება მასშტაბური იქნებოდა თუ არა", – ამბობს newpress.ge-სთან საუბარში ქუთაისის მერი, დიმიტრი კოპალიანი.    

"მე პირადად ვუთხარი ქალაქის მერს, რომ მან არ იცის ამა თუ იმ სამსახურის უფროსის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ. ამიტომაც, ადვილად იღებს ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას," – ამბობს მერიის საბინაო–კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსი კახა ხვარეშია.

რაც შეეხება მუქარას, მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი ვასილ მებურიშვილი ამბობს, რომ: "თათბირიდან ცოტა ადრე წამოვედი და ვერ გეტყვით ასეთ მუქარას ადგილი ჰქონდა თუ არა", – ამბობს მებურიშვილი.  

შეგახსნებთ, რომ ქუთაისის მერიაში თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, გადაიდო. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა