დევნილები პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ასახელებენ
ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, აფხაზეთის
ჯანდაცვის სისტემის ამოცანები და ქუთაისში მცხოვრები დევნილების პრობლემები,– ეს ის
საკითხებია, რომლებიც დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქუთაისში, დევნილებთან შეხვედრისას განიხილა.
ყოლბაიას თქმით, დაზღევის ახალი ეტაპი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან იწყება, მასობრივი და დევნილებისათვის ბევრად ხელმისაწვდომია.
ვახტანგ ყოლბაია დევნილთა განსახლების პროცესსაც
შეეხო და აღნიშნა, რომ იმერეთის რეგიონი იძულებით გადაადგილებულ პირთა კუთხით
თბილისისა და სამეგრელოს შემდეგ მესამე ადგილზეა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, რომ ქუთაისში დევნილთა საკითხებზე რეაგირება
მისასალმებელია, თუმცა ყოლბაიას თქმით, ქალაქში არსებული საცხოვრებელი ფართების რაოდენობა დევნიელბის მოთხოვნას ვერ უმკლავდება.
„ის შენობები, რომელთაც რეაბილიტაცია სჭირდებოდათ, უკვე
ათვისებულია. ხოლო ახალი კორპუსების აშენება დევნილთა პრობლემების გადაჭრას ვერ ახერხებს,“
– ამბობს ყოლბაია.
შეხვედრაზე მყოფი იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით,
მათთვის პრიორიტეტული რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და საცხოვრებლებით უზრუნველყოფაა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე