ბაგრატი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღეს
ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოღებულია. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დღეს მიიღო UNESCO-ს კომიტეტის 37-ე სესიაზე.
ამ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
"გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, UNESCO-ს კომიტეტის 37-ე სესიის გადაწყვეტილებით საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება, ხოლო ბაგრატის ტაძრის ამ ნუსხიდან ამოღება დღეს გადაწყდა, რაც პროცესის დაწყებას ნიშნავს.
მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა, განიხილა რა დოკუმენტი (WHC-13/37.COM/7A, მცხეთის ისტორიული ძეგლები (საქართველო)) მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის ისტორიული ძეგლების (საქართველო) საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დატოვების შესახებ.
იუნესკოს კომიტეტის 37-ე სესიამ, შარშან მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის 36-ე სესიისთვის შემუშავებული ბაგრატსა და გელათთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებისა და გელათის რენომინაციის მომზადების შესახებ, განხილვის გარეშე დაამტკიცა. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შანსს და სთხოვს, რომ მოხდეს ძეგლის საზღვრების შეცვლა და სამომავლოდ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მხოლოდ გელათი წარადგინოს.
იუნესკო გამოხატავს კეთილ ნებას გელათის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს სთხოვს გელათის მსოფლიო მნიშვნელობის ძლიერ დასაბუთებას და მის ხელახალ წარდგენას, თუმცა კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც არ ამოვარდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან", - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა