ამერიკის ელჩი – ქუთაისს შეუძლია დინამიური როლის თამაში ქართულ ეკონომიკაში
ამერიკის ელჩმა ნიჩარდ ნორლანდმა ქუთაისში, ამერიკული ინვესტიციით გახსნილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
„ჯეო კაპიტალი“ და „კრისტალი“ მოინახულა.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ კვლავ ვიმყოფები ქუთაისში,
საქართველოს რიგით მეორე ქალაქში, რომელსაც დინამიური როლის თამაში შეუძლია ქართულ
ეკონომიკაში. ჩემი სტუმრობის ერთ-ერთი მიზანი იყო იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
მონახულება, რომლებიც მცირე თანხების გაცემით სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის
განვითარებას უწყობენ ხელს,“ - ამბობს რიჩარდ ნორლანდი.
დღესვე, ამერიკის ელჩი ქალაქის #17 საჯარო სკოლაში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მოგვიანებით ნიჩარდ ნორლანდი ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალიანს შეხვდება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე