|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამერიკის ელჩი – შოკირებული და გაოგნებული ვარ იმ ინფორმაციით, რაც მითხრეს ვიდეოში ასახულ ფაქტებზე

ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას სამეგრელოში აღმოჩენილ ჩანაწერებში დაფიქსირებული ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ელჩმა ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა. 
რიჩარდ ნორლანდის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის თაობაზე საელჩოს თანამშრომლების მხრიდან ინფორმირებულია და მათი ნათქვამიდან გამომდინარე შოკირებული და გაოგნებულია.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შსს-ში გუშინ გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო. შესაბამისად, მე პირადად ჩამაყენეს საქმის კურსში. ამდენად, ინფორმირებული, შოკირებული და გაოგნებული ვარ იმ ინფორმაციებით, რაც ჩვენმა წარმომადგენლებმა მითხრეს. ისინი ვიდეოში ასახულ ფაქტებზე მესაუბრნენ.
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ის, რაც ფირზეა აღბეჭდილი", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ამერიკელის ელჩის განმარტებით, მისთვის ჯერ უცნობია, თუ ვისი ბრალეულობა იკვეთება.
შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ნორლანდმა დღეს ქუთაისში, ამერიკული ინვესტიციით გახსნილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები „ჯეო კაპიტალი“ და „კრისტალი“ მოინახულა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა