|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში "ნაციონალების" შემცირება დაიწყო

სამტრედიის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარემ მიხეილ ნიკოლეიშვილმა „ნაციონალების“ რიგები დატოვა.

ნიკოლეიშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაზე 8 თვე ფიქრობდა. ხოლო გადაწყვეტილების მიღებაში ის ვიდეო კადრები დაეხმარა, რომლებიც შინაგან საქმეთ სამინისტრომ სამარხებში აღმოაჩინა.  

„გუშინდელმა  დღემ ნათლად დამანახა, რომ  ამ პარტიაში ყოფნა დანაშაულია. ვგულისხმობ სამარხავებიდან ამოღებულ ჩანაწერებს, სადაც ხალხის გაუპატიურების სცენებია ასახული. მე ვერ ვიქნები მაგ პარტიაში და ვერ ავიღებ ჩემს თავზე ასეთ სიბინძურეებს. უბრალოდ საკრებულოში ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ, მათ ვერ ვუტეხავდი ხათრს და ამიტომ ვყოყმანობდი,“ - ამბობს ნოკოლეიშვილი.

„ნაციონალების“ ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე ამ ეტაპზე საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა