იმერეთის ყოფილი გუბერნატორი – დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კონკრეტულ გვარებს დავასახელებ
დასავლეთ საქართველოს
საოლქო პროკურატურაში ამ წუთებში იმერეთის ყოფილ გუბერნატორს, ლაშა მაქაცარიას კითხავენ.
როგორც ცნობილია, საქემე ეხება, 2010 წლის ნოემბერში ქუთაისის საბავშვო ბაღებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც 5 ბაღის გამგე ქრთამის აღების ბრადებით დააკავეს, ხოლო დანარჩენები სამსაუხრიდან გაათავისუფლეს.
ლაშა მაქაცარიას განცხადებით კომიკურია მისი დაკითხვაზე დაბარება მხოლოდ იმიტომ, რომ ის რეგიონში კორუფციას ებრძოდა.
როგოროც ყოფილი გუბერნატორი ამბობს, იმ ადამიანებს, რომლებიც რეგიონში კურუფციას ამარცხებდნენ დღეს დაკითხვაზე იბარებენ და ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე ქალაქის მერიიდან ათავისუფლებენ, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც კურუფციაში იყვნენ ჩართულნი, თანამდებობას ინარჩუნებენ და პოლიტიკურ ამინდს ქმნიან. "ამ კურფციას კონკრეტული სახელები და გავარები ქვია და დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ დავასახელებ,“ – ამბობს მაქაცარია.
იმერეთის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მის ხელთ არსებული ყველა
ინფორმაცია მიაწოდოს.
გარდა ამისა, როგორც მაქაცარია ამბობს, ის პროკურატურას მოსთხოვს ბაღების თემაზე 2010 წელს დაწყებული გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე