ქუთაისის მერი სამსახურების ყოფილ უფროსებს – ნუ ქმნით პროვოკაციულ სიტუაციებს
"გთხოვთ, ნუ ქმნით პროვოკაციულ სიტუაციებს," – ამგვარად მოუწოდა ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა რეორგანიზაციის შედეგად მერიიდან გათავისუფლებულ სამსახურების უფროსებს.
კოპალიანი სამსახურების ყოფილი უფროსების განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან გათავისუფლებული, არაპროფესიონალურს უწოდებს.
"ორშაბათს მათთან გამართულ შეხვედრაზე, მათი საქციელის გამო განაწყენებული ვარ. ისინი კომპრომატულ საკითხებს იძახოდენენ ჩემი მისამართით და ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო. ესაა სამუშაო ორგანიზაცია და ჩვენი ამოცანაა ქალაქის ბიუჯეტს დავეხმაროთ. პროვოკაციულია ის, რომ ერთმა თანამშრომელმა, რომლის გვარიც არ ვიცი, მგონი მალაშხიაა, სკამს ფეხი მიარტყა," – განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.
როგორც კოპალიანი აცხადებს, ის აღნიშნულ შეხვედრაზე სამსახურის უფროსებთან მარტო აღმოჩნდა.
"ჩემს გვერდში არავინ არ იყო მეორე მხრიდან სიტუაცია რომ დაებალანსებინა და გამოვიდა ისე, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენეს," – აცხადებს დიმიტრი კოპალიანი.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა