|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი – ბაღების კორუფციულ სქემაში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს

იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ, დასავლეთა საქართველოს საოლქო პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

დაკითხვიდან გამოსული მაქაცარიას თქმით, მან გამოძიების მიერ დასმულ ყველა კითხვას გასცა პასუხი და მათ შემდგომი მუშაობისთვის კონკრეტული მიმართულება მისცა.

ყოფილი გუბერნატორის თქმით, 2010 წელს საბავშვო ბაღებში კორუფციის საქმეზე დაწყებული გამოძიება ლოგიკურ დასრულებას საჭიროებს და აღნიშნულ კორუფციულ სქემაში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რეგიონში კორუფციის დასამარცხებლად. ბაღების კორუფციულ საქმეში მე ჩემი ეჭვი გამოვთქვი,  იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორის, გოჩა თევდორაძის მიმართ, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. მაქვს ეჭვი, რომ ბაღებიდან გათავისუფლებულ გამგეებს გოჩა თევდორაძემ შეატანინა პროკურატურაში სარჩელები,“ – ამბობს ლაშა მაქაცარია.

შეგახსენებთ, რომ საქემე ეხება, 2010 წლის ნოემბერში ქუთაისის საბავშვო ბაღებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც 5 ბაღის გამგე ქრთამის აღების ბრადებით დააკავეს, ხოლო დანარჩენები სამსაუხრიდან გაათავისუფლეს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა