|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიის საკრებულოში შეჭრილი "ოცნების" აქტივისტები შენობის დატოვებას არ აპირებენ

სამტრედიაში კოალიცია "ქათული ოცნების" აქტივისტების მიერ ჩაშლილი საკრებულოს სხდომა ამ დროისთვის განახლებულია. 

დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. 
სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარეობის სურვილს, ემზარ შუბლაძე და კობა ძიძიგური გამოთქვამენ.
შუბლაძე, რომელიც "ნაციონალების" წევრია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. ხოლო კობა ძიძიგური საკრებულოში "კონსერვატორებს" წარმოადგენს. 
ამ წუთებში მიმდინარე საკრებულოს სხდომას, ასევე  ესწრებიან კოალიცია "ქართული ოცნების აქტივისტები. ისინი აცხდებენ, რომ თუ დეპუტატები მათთვის მისაღებ კანდიდატს არ დაამტკიცებენ, შენობას არ დატოვებენ. 
შეგახსენებთ, რომ დღეს სამრედიის საკრებულოს შენობაში შეჭრილი "ქართული ოცნების" აქტივისტები დეპუტატებს სხდომის ჩატარებას საშუალებას არ აძლევდნენ და სიტყვიერ, თუ  ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდნენ.


ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა