სამტრედიაში დევნილებმა ახალი ბინები მიიღეს
სამტრედიაში დევნილებისათვის ბინების გადაცემის პროცესს, დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე დაესწრო.
ახალი საცხოვრებელი ფართები სამტრედიაში სულ 73 დევნილ ოჯახს გადაეცა.
"დევნილებმა ბინები სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტემრიუმების შესაბამისად მიიღეს. მათ სპეციალური ანკეტები შეავსეს და ქულები მიენიჭათ. რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე ბინები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებს ერგოთ," – აცხადებენ სამინისტროს პრესცენტრში.
როგორც ირკვევა, სამტრედიაში აშენებულ სამსართულიან კორპუსში, საცხოვრებლები იმ დევნილებმა მიიღეს, რომლებიც 20 წლის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში ქირით, ან ახლობლებთან ცხოვრობდნენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე