|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ექიმებს და პაციენტებს ერთმანეთის ეშინიათ"

"დღეს ექიმებს და პაციენტებს ერთმანეთის ეშინიათ. რადგან, არც ერთის უფლება დაცული არ არის," – განაცხადა კოალიცია "ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში" ექსპერტმა მარინა კვაჭაძემ. 

აღნიშნულმა კოალიციამ დღეს, ქუთაისში ადგილობრივ ადვოკატებს პროექტის "ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში მედიაციის განვითარების გზით" ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგი ადვოკატთა ასოციაციის  ოფისში გაიმართა. მანანა კვაჭაძის თქმით, საქართველოში ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვა მწვავე პრობლემად რჩება. როგორც ექსპერტი აცხადებს, სამედიცინო კლინიკებსა და დაწესებულებებში პაციენტთა პრეტენზიები სამედიცინო პერსონალთა მიმართ მომრავლდა. პაციენტების სარჩელების რაოდენობამ სასამართლო უწყებებშიც იმატა.

მანანა კვაჭაძე მიიჩნევს აუცილებლობად მიიჩნევს პაციენტისა და თავად, ექიმების ინფორმირებულობას თავიანთი უფლებების დასაცვად.

"ჯანდაცვის სფროში არსებული პრობლემები მწვავედ დავსვათ და მისი გამოსწორების გზებზე ვიმუშავოთ. ამის შესახებ, შესაბამის სამინისტროს რეკომენდაციები და ინფორმაციები უნდა მივაწოდოთ. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტისა და ასევე ექიმის უფლებებიც ირღვევა. ორივე მხარემ

თავიანთი უფლებები უნდა იცოდნენ და დაიცავან," – განმარტა მანანა კვაჭაძემ.

ტრენინგზე მყოფი ადვოკატების განმარტებით, აღნიშნულ სფეროში მათთვის უფლებების დარღვევა  უცხო არ არის.

"წინა ხელისუფლების დროს აქტიური იყო ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დარღვევა. ხშირად, საქმე სასამართლო დარბაზში გადანაცვლებულა, ამიტომაც ამ კუთხით ტრენინგები მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც," – აღნიშნა ადვოკატმა ევგენი ომანაძემ.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა