საქართველოში უვადო სასჯელს 89 ადამიანი იხდის
დღეს, ქუთაისში, ადამიანის უფლებათა ცენტრში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალისა და სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის წარმომადგენლებმა საჯარო დისკუსია გაიმართეს თემაზე – უვადო თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელის გამოყენება და აღსრულება საქართველოში.
სასჯელის უმაღლეს
ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებაზე უარი ოთხმა ევროპულმა ქვეყანამ – ნორვეგიამ,
პორტუგალიამ, ესპანეთმა და სლოვენიამ განაცხადა.
ევროპული რეკომენდაციებით,
უვადო თავისუფლების აღკვეთილი პირები მაქსიმალურად უნდა იყვენენ გათანაბრებული ჩვეულებრივი
ცხოვრების პირობებთან და მათ მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა.
ამ დროისათვის,
საქართველოში უვადო თავისუფლების აღკვეთა 89 ადამიანს აქვს მისჯილი. ამათგან 4 ქალბატონია
და სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდიან.
უვადო თავისუფლების
აღკვეთილი პირები წელიწადში ორი გრძელვადიანი პაემნით სარგებლობენ.
სახალხო დამცველის
აპარატის ქუთაისის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის,
გიორგი ლაბაძის განცხადებით, გრძელვადიანი პაემნების რიცხვი მსგავსი კატეგორიის პატიმრებისათვის
შესაძლოა გაიზარდოს.
„შესაძლებელია,
მათთვის ცალკე დაწესებულება გამოიყოს, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისათვის,
რომ გარეთ მყოფ გარემოს მაქსიმალურად მიუახლოვდეს,“ – განაცხადა გიორგი ლაბაძემ.
ამჯერად, უვადოდ
თავისუფლების აღკვეთილი პირები სასჯელაღსრულების მე–6 დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
ავტორი: დეა მანაგაძე