ქუთაისში საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ახალი პროექტი ამოქმედდება
ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად, მთელი ქალაქის მასშტაბით, 700 – მდე სათვალთვალო კამერა მოეწყობა.
ახალი პროექტი, როგორც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში
განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო ჩარევით განხორციელდება.
"შინაგან საქმეთა
სამინისტრო ახალი მსხვილი პროექტი მალე ამოქმედდება. ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე,
საგზაო საკონტროლო ვიდეო-კამერებთან ერთად, სიჩქარის რადარებიც დამონტაჟდება. რაც თავისთავად
ცხადია, საავტომობილო გზებზე გაცილებით ნაკლებ რისკებს წარმოშობს. რადგან სისწრაფის
მოყვარული მძღოლები ჯარიმების შიშით, ნორმალური სიჩქარით და წესების დავცით იმოძრავებენ," – ამბობს ქუთაისის
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.
ავტორი: ანა ჯანაშია