გარდაცვლილის ოჯახი 7 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიებას ითხოვს
2006 წელს მოკლული, წყალტუბოშო მცხოვრები, 16 წლის ვალერი
ჯიმშელეიშვილის ოჯახის წევრები მკვლელობის საქმის გამოძიებას და დამნაშვეთა დასჯას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით, მათ დღეს იმერეთის სამხარეო სამმართველოსთან აქცია გამართეს.
ოჯახის წევრების განცხადებით, ვალერი ჯიმშელეიშვილი 2006 წლის 27
ნოემბერს მოკლეს. რადმენიმედღიანი ძებნის შემდეგ,
მისი დამწვარი ცხედარი, გარდაცვლილის თანაკლასელებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ
ცხუნკურის ტყეში იპოვეს.
ჯიმშელეიშვილის ოჯახი სამართალდამცავებისაგან რეაგირებას
და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა