ქუთაისის მერი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს
ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის განცხადებით, უახლოეს
მომავალში ის პრემიერ– მინისტრ ბიძინა ივანიშვილს
შეხვდება და ქუთაისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს.
„ქუთაისში არსებულ პრობლემების გადასაწყვეტად და ქალაქის განვითარების გეგმებზე სასაუბროდ აუცილებლად
შევხვდები მინისტრებსა და პრემიერ– მინისტრს, ვფიქრობ ეს შეხვედრები ქუთაისისთვის კარგი
შედეგების მომტანი იქნება,“ – ამბობს ქუთაისის
მერი დიმიტრი კოპალიანი.
ქუთაისის მერის თქმით, მან მსგავსი ტიპის შეხვედრები
ჯერ კიდევ გასულ კვირას დაიწყო და ქალაქისთვის უკვე შედეგის მომტანი აღმოჩნდა.
„გასულ კვირას შეხვედრა მქონდა საქართველოს ფინანსთა
მინისტრ ნოდარ ხადურთან. შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა და ქუთაისში ავტობანის მიმდინარე
მშენებლობისთვის დამატებით 5 მლნ ლარი გამოიყო,“ – ამბობს დიმიტრი კოპალიანი.
ავტორი: ანა ჯანაშია