ქუთაისის მერი - ნეიტრალური დირექტორი ვარ
ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი ქალაქის მერიაში რეორგანიზაციის
შედეგად გამოთავისუფლებული ადგილების „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტების“ მხარდამჭერებისათვის დანაწილებას უარყოფს.
კოპალიანის თქმით, რეორგანიზაციამ შესაძლოა ორი თვე
და მეტი გასტანოს. როგორც მერი ამბობს, ამ ხნის განმავლობაში სამსახურების ნორმალურად
ფუნქციონირება მნიშვნელოვანია.
„მერია ცოცხალ იორგანიზმია. მე როგორც ქალაქის მერი,
ვარ ნეიტრალური დირექტორი და არც ერთ პოლიტიკურ
პარტიას არ მივეკუთვნები. მაგრამ ყველასთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს,"- ამბობს დიმიტრი კოპალიანი.
შეგახსენებთ, რომ newpress.ge-ს ინფორმაციით,
მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე ხელმძღვანელ პირებად „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტების“
მხარდამჭერები მოიაზრებიან.
მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ანგარიში
ქალაქის მერმა დღეს, საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტებს“ ჩააბარა.
ამ დროისათვის ადგილობრივი თვითმმართველობიდან სულ 86 ადამიანი გათავისუფლებული.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე