|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში ახალი კადრები გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან

ქუთაისის მერიაში, რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ ადგილზე ახალი კადრები გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან. ამის შესახებ ქუთაისის მერმა, დიმიტრი კოპალიანმა დღეს, საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

"პირველ ივლისამდე, მერიაში არსებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად  კონკურსის გამოცხადებამდე, გამოთავისუფლებულ ადგილებზე ვინც დაინიშნებიან, დროებით დაინიშნებიან. პირველი ივლისის შემდეგაც, კონკურსსგავლილი პირები თანამდებობებზე 2-3 თვით, გამოსაცდელი ვადით იქნებიან,“ - ამბობს დიმიტრი კოპალიანი.

ამ დროისათვის ადგილობრივი თვითმმართველობიდან სულ 86 ადამიანი გათავისუფლებული.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა