|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია 86 თანამშრომელს შეეხო

ქუთაისის მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად ამ დროისათვის 86 ადამიანია გათავისუფლებული.

რეორგანიზაცია მერიის ადმინისტრაციულ, არქიტექტურის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის, კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლის განყოფილებას შეეხო.  ასევე, თანამშრომლები გაათავისუფლეს საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის, ეკონომიკური, ქონების მართვის, ჯანმრთელობის, საგანგებო სიტუაციებისა და მერიის კულტურის სამსახურიდან.

რეორგანიზაციის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი თანამშრომელი 28 ადამიანი საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან გაუშვეს. ადმინისტრაციული სამსახური 14-მა თანამშრომელმა დატოვა, ხოლო ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურიდან რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია 11 ადამიანს შეეხო.

ქალაქის მერი დიმიტრი კოპალინი მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელ პირთა ზუსტ რიცხვს ამ დროისათვის ვერ ასახელებს. მისი განცხადებით, თანამშრომელთა შემცირება-შენარჩუნების საჭიროებას ქალაქის მერიაში ახალი კადრების შესარჩევად გამოცხადებული დაანახებს.  

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა