|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კობა დავითაშვილი სერიალების შეზღუდვის ინიციატივაზე – არ მინდა საქართველო ბრაზილიას დაემსგავსოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა დავითაშვილი მოზარდთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით სერიალების გავრცელებაზე შეზღუდვის დაწესების ინიციატივით გამოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა კანონში ცვლილებების პროექტი მოამზადა.

დავითაშვილის თქმით, აუცილებელია შეზღუდვის დაწესება ისეთი ტიპის პროდუქციის გავრცელებაზე, რომელიც ძალადობის, ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და პოლიგამური კავშირების წახალისებით გამოდის.

უმრავლესობის დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ფორმალურად არსებობს კანონი მოზარდთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ. კობა დავითაშვილის თქმით, აუცილებელია ამ კანონის ამოქმედება.

„ერთი შეხედვით უწყინარ სერიალებში, რომლებიც ჩვენი ახალგაზრდების ძირითდი სულიერი წყაროა,  ჩვეულებრივად მიდის იმის წარმოჩენა, რომ ოჯახებს შორის ყველაფერი დაშვებული და ნებადართულია. მე არ მინდა საქართველო ბრაზილიას დაემსგავსოს, ამიტომ, სერიოზულად უნდა შეიზღუდოს ასეთი პროდუქციის გავრცელება,“ - ამბობს დავითაშვილი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა