|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში მოსახვედრად კონკურსანტები მეორე ეტაპს გადიან

პარლამენტში მუშაობის  მსურველები, საკანონმდებლო ორგანოში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპს გადიან.  

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით,  ტესტირება ქუთაისში,  ჟვანიას სახელობის  სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში 8 ივლისამდე გაგრძელდება. ხოლო პროცესზე დაკვირვების საშუალება პარლამენტის ფრაქციების წევრებს შეეძლებათ.

საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა მხრიდან საბუთების მიღება მიმდინარე წლის 7 მაისიდან დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გრძელდებოდა. სულ 3 000-მდე განაცხადი შევიდა, თუმცა საბუთების შევსებისას  1500-მა ადამიანმა ხარვეზები დაუშვა.

კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილე კონკურსანტებს 5 000 კითხვიდან 100 კითხვის ჩაბარება მოუწევთ, სადაც სწორი პასუხების მაქსიმალური რაოდენობა 75 ქულაა. ამის შემდეგ  თითოეულ ვაკანსიაზე საუკეთესო შედეგების მქონე ხუთ კონკურსანტთან გასაუბრება მოხდება და 138 ვაკანტურ ადგილზე კადრები ამგვარი წესით  შეირჩევა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა