|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი ცენტრალური ხელისუფლებისგან შეჩერებული პროექტების გაგრძელებას ითხოვს

იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე ცენტრალურ ხელისუფლებას იმერეთის რეგიონში  შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას სთხოვს. 

ბალავაძის თქმით,  ბაღდათის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა არ დააფინანსა. გუბერნატორის ინფორმაციით, შეჩერებულია რამდენიმე სოფლის გაზიფიცირებაც.

ვახტანგ ბალავაძე აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით  ბაღდათში,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და  მოსახლეობას შეხვდა. როგორც  ადგილობრივები ამბობენ, ადიდებული მდინარის წყალი მათ საკარმიდამო ადგილებს ხშირად ტბორავს. სამუშაოების გაგრძელება კი ვერ ხერხდება.

გუბერნატორი შესაბამის სამინისტროებს ვითარების ადგილზე გაცნობას სთხოვს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა