|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითმმართველობისთვის მინიჭებულ უფლებებს ქუთაისი ვერ განახორციელებს?

ადგილობრივ თვითმმართველობებს კულტურული მემკვიდრების ძეგლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაობზე ნებართვის გაცემის უფლება მიენიჭებათ.

აღნიშნულ უფლებას, დამტკიცების შემთხვევაში, მათ  ის კანონპროექტი  აძლევს, რომელიც სამ საპარლამენტო კომიტეტს გაერთიანებულ სხდომაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარუდგინა. 

თუმცა, ირკვევა, რომ ქუთაისის მერიაში აღნიშნული ცვლილების პრაქტიკული რეალიზება გართულდება. ეს სირთულე რეორგანიზაციამ გამოიწვია. რადგან მერიის კულტურის სამსახურში, ძეგლთა დაცვის განყოფილებაში სწორედ ის შტატი გაუქმდა, რომელსაც აღნიშნული საქმის წარმოება დაევალებოდა.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ  საქართველოს კანონის მე–4 და მე–5 მუხლებში შესული ცვლილების თანახმად კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას   ახორციელებენ  სამინისტროთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობები. ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ტერიტორიულ ორგანოს, სამართლებრივი აქტით გადასცემს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემის  უფლებამოსილებას.

ძეგლებზე ზედამხედველობას სამუშაოების მიმღები კომისიები განახორციელებენ.


ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა