საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები ნახევრდება
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯარიმების რაოდენობა შესაძლოა განახევრდეს.
ჯარიმების განახევრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ერთ -ერთი ავტორის, თეიმურაზ მაისურაძის თქმით, ჯარიმების განახევრებასთან ერთად გადაიხედება, ჯარიმების გადახდის ვადა და პროცედურები.
კანონპროექტი ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, საურავების განახევრებასა და ჯარიმის გადახდის ვადების გაზრდასაც ითვალისწინებს.
"მოსახლეობა ვერ ახერხებს ამ საჯარიმო თანხების მოკლე დროში გადახდას და ალბათ, საშემოდგომო სესიებზე მოხდება ამის განხილვა. მძიმე ჯარიმებს არ ვეხებით,თუმცა მსუბუქი დარღვევების განახევრება ნამდვილად გვინდა," - ამბობს მაისურაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე