|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013 დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013 დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო.

აბიტურიენტები გამოცდებს ქუთაისში 2 საგამოცდო ცენტრში  – აკაკი წერეთლის უნივერსიტეტსა და #41 საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.

წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო ცეტნრის ადმინისტრატორის, ზეკო ხაჩიძის თქმით, ორივე საგამოცდო ცენტრში 5500 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

თუმცა, აბიტურიენტების გარდა, ზემოთ აღნიშნულ საგამოცდო ცენტრებში გამოცდებს მაგისტრები და პედაგოგები  ჩააბარებენ.

„ პირველ ეტაპზე რეგისტრაცია გაიარა 1400–მა აბიტურიენტმა, ექსცესებს ადგილი არ ჰქონია და არგამოცხადების სტატისტიკაც მინიმალურია,“ – ამბობს ზეკო ხაჩიძე.

დღეს პირველი გამოცდა ქარულ ენასა დ ლიტერატურაში ტარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 18 ივლისს დასრულდება.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა