რას აკეთებენ "ზაბოჟნიკები" მესხიშვილის თეატრში?
ფეხსაცმელების გაწევა, შეკეთება, განახლება – ეს ყველაფერი
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის შენობის ერთ – ერთ ნაწილშია შესაძლებელი.
თეატრში გახსნილი "ზაბოჟნიკების ოფისის" მანიშნებელი, თეატრის ღობეზე გაკეთებული აბრაა.
აბრის შინაარსი ყველა მსურველს აუწყებს, რომ ფეხსაცმელების შეკეთება აღნიშნულ შენობაშია შესაძლებელი. ამის მიუხედავად,
თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე ირწმუნება, რომ ე.წ. „ზაბოჟნიკების ოფისი“ მხოლოდ
მსახიობებს ემსახურება. ხოლო თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან, შენობის ზემოთ აღნიშნული
ნაწილის კომერციული დანიშნულებით იჯარით გაცემა არ მომხდარა.
„თეატრში არსებული ფეხსაცმელების შეკეთების სალონი მარტო მსახიობებისთვის კერავს ფეხსაცმელებს. აღნიშნული სალონი თეატრში წლებია არსებობს, თუმცა მანამდე ის შენობის ეზოს უკანა მხარეს იყო განთავსებული, ახლა უბრალოდ წინ ადმოინაცვლეს. ადრე შენობის ან ნაწილში ფოტოატელიე იყო განთავსებული. ასე, რომ ფეხსაცმელების შემკეთებლებისთვის, შენობის ნაწილი იჯარით არ გაგვიცია,“ – ამბობს ლადო მესხიშვილის თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სიხარულიძე.
ქუთაისელმა "ზაბოჟნიკებმა" თეატრში "ოფისი" გახსნეს – იხილეთ ფოტოგალერეა
ავტორი: ანა ჯანაშია