|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალებმა" პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს

საპარლამენტო უმცირესობა  პოლიტიკური ბიოკოტის  რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც თბილისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები ფინანსურმა პოლიციამ კვლავ დააკავა, ისინი პარლამენტში ვერ გაჩერდებიან და ისეთი კანონპროექტების განხილვაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, რაც ბეჟაშვილის თქმით, ტელესერიალების აკრძალვას შეეხება.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სამომავლო გეგმების შესახებ პარტია უახლოეს დღეებში გააკეთებს განცხადებას.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა