ქუთაისის ვიცე–მერის კაბინეტში რუსული დროშით ქართულ დროშაზე ცეკვავენ [Photo]
"ნუ აფინანსებ," – ამ შინაარსის წარწერა newpress.ge–მ ქუთაისის ვიცე–მერის, ამირან ძოწენიძის კაბინეტში აღმოაჩინა.
ვიცე–მერის კაბინეტში, სამუშაო დაფაზე არსებული ნახატის შინაარსის მიხედვით, ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი ქართულ დროშაზე ცეკვავს. რომელსაც ამავდროულად, ხელში რუსეთის დროშა უჭირავს. იქვე გაკეთებულია მინიშნება –"ნუ აფინანსებ".
"ეს ნახატი იმ აზრს ატარებს, რომ საკუთარი ქვეყნის ბიუჟეტით, მტრების სასარგებლოდ არ უნდა ითამაშოს საქართველოს ხელისუფლებამ," – ამბობს ქუთაისის ვიცე–მერი ამირან ძოწენიძე.
ვიცე–მერის თქმით, მის კაბინეტში არსებული ნახატი თორნიკე ბარათაშვილს ეკუთვნის, რომელიც ქუთაისის საკრებულოს წევრის, მერაბ ბარათაშვილის შვილი გახლავთ.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა