ქუთაისში "ნაციონალების" მიერ მოწყობილი პრაიმერის შედეგები 19 საათზე გახდება ცნობილი
ამ წუთებში ქუთაისში, ოპერის თეატრში "ნაციონალური მოძრაობა" პრაიმერის ფარგლებში პირველ რეგიონალურ კონფერენციას მართავს.
"ნაციონალების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად მოწყობილ პრაიმერში ოთხი კანდიდატი - დავით ბაქრაძე, ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია და გიორგი ბარამიძე მონაწილეობს. კანდიდატებმა უკვე დააფიქსირეს საკუთარი ხედვა ეკონომიკურ და რეგიონულ საკითხებზე.
პრაიმერს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მასშტაბით "ნაციონალების" 450 დელეგატი ესწრება, რომელთა რეგისტრაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.
დელეგატები პრეზიდენტობის კანდიდატს წარმოდგენილი 4 კანდიდატიდან ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩევენ. გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი 19 საათზე გახდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა