|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობოდან გარიცხული წევრი ქუთაისის მერის შესარჩევი კომისიიდან ჯერ არ გაუშვიათ

ქუთაისის საკრებულოს მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგვალაშვილის განმარტებით, კომისიის 7 კაციანი შემადგენლობა (რომელმაც ქალაქის მერი აირჩია) უცვლელი რჩება. მარგველაშვილის თქმით, გელა მშვენიერაძის კომისიიდან გაშვება–არგაშვების საკითხი ჯერ არ განიხილება.

„ის ჯერ არ დანიშნულა მერიაში სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ამიტომაც  კომისიაში რჩება“, – განაცხადა newpress.ge–სთან საუბარში თამაზ მარგველაშვილმა.

მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის განმარტებით,  კომისიის წევრს ავტომატურად უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყდება, როდესაც ის მერიის რომელიმე სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნება.

ქუთაისის მეოთხე ვიცე–მერის თენგიზ თოფურიძის განმარტებით, კომისიის წევრმა, მშვენიერაძემ ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასკავებლად განცხადება გასულ კვირას, ქალაქის მერს წარუდგინა.

„თუმცა, თანამდებობაზე მისი დანიშვნის ბრძანებაზე ქალაქის მერს ხელი არ აქვს მოწერილი“, – ამბობს თოფურიძე.  

მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წევრი გელა მშვენიერაძის არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველოდან" გარიცხვის შესახებ ინფორმაცია  newpress.ge–იმ  დღეს გაავრცელა. გელა მშვენიერაძე სწორედ, ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცის სახელით იყო კომისიაში წარმოდგენილი. არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" ხელმძვანელი ელისო კილაძე facebook-ში გავრცელებული განცხადებით, კი საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს, მშვენიერაძის ნაცვლად ორგანიზაციიდან სხვა წევრი შეიყვანოს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა